Saturday, February 1, 2014

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგის მიზანი:კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო; მისივე თხოვნით ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი. ტრენერმა პრეზენტაციის(PoverPoint) გამოყენებით მსმენელებს გააცნო კურსის მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის წესები მონაწილეთა შეფასების საკითხები; გაგვაცნო  І დღის გეგმა და  ინდივიდუალურად მოგვიხდა მოკლედ გვესაუბრა-როგორ ვიყენებთ საკუთარ პედაგოგიურ ცხოვრებაში І და ІІ დონის ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას.
   შემდეგი საკითხი იყო მუშაობა ბლოგებზე და პროექტებზე. გავეცანით სხვა პედაგოგების პორთფოლიოს პრეზენტაციას, ვნახეთ intel-ის ვიდეოს საშუალებით თანამედროვე კლას-კაბინეტი და მიმდინარე გაკვეთილი;

·         გავეცანით  XXI საუკუნის უნარ-ჩვევებს;
·          გავეცანით სასწავლო კურსის გზამკვლევს.
·         გავხსენით ჩვენი საქაღალდეები და მასში კიდევ ექვსი საქაღალდე:
o     კურსის რესურსები
o    მოსწავლის ნამუშევრები
o    სასწავლო პროექტის გეგმა
o    სასწავლო პროექტის დამხმარე
o    რესურსები:აუდიო,ვიდეო
ü  საავტორო უფლებები.
o    შეფასება.
მუშაობის პროცესში მოძიებულ საჭირო რესურსებს სისტემატურად  ვინახავდით კურსის რესურსებში.
· შევქმენით პროექტის პორტფოლიო,რომელსაც დავარქვი: ინტელის სასწავლო კურსი;
· ვიმუშავეთ მოდული І, აქტივობა 2--აქტივობების დაგეგმვა
                                             სასწავლო მიზნების ცხრილი
                                             პოტრფოლიოს რუბრიკა
                                             პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
·                     გავხსენით ახალი ბლოგი; გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობის ძირითადი საკითხები და შევაჯამეთ პირველი სამუშაო დღის განმავლობაში შესწავლილი საკითხები.


No comments:

Post a Comment